რუსმა სამხედრომ კიევში მიმდინარე სასამართლო სხდომაზე სუმის ოლქში მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა აღიარა
რუსმა სამხედრომ კიევში მიმდინარე სასამართლო სხდომაზე სუმის ოლქში მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა აღიარა

რუსმა სამხედრომ ვადიმ შიშიმარინმა კიევში მიმდინარე სასამართლო სხდომაზე აღიარა სუმის ოლქში შეუიარაღებელი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა. შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ საკუთარ კორესპონდენტზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც სასამართლო სხდომას ესწრება.

დღევანდელი პროცესი უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ რუსი სამხედროს პირველი სასამართლო სხდომაა.

სამხედრო მოსამსახურეს უიარაღო ველოსიპედისტის დახვრეტაში სდებენ ბრალს „ომის კანონებსა და წესების დარღვევის“ მუხლით. მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

შიშიმარინი წარმოშობით ირკუტსკიდან არის, მსახურობდა მოსკოვის ოლქის კანტემიროვის მე-4 სატანკო დივიზიაში დანაყოფის მეთაურად.