რუსმა სამხედროებმა ხარკოვის რეგიონში ფერმის ტერიტორია დაბომბეს, რასაც შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, თორმეტი კი დაშავდა
უკრაინული მედიის თანახმად, დილით რუსმა ჯარისკაცებმა ხარკოვის ოლქის ჩუგუევის რაიონის სოფელ სტარა გნილიცაში მდებარე ფერმა დაბომბეს.
დაბომბვის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, თორმეტი კი დაშავდა. როგორც მედია წერს, ყველა დაშავებულს სამედიცინო დახმარება უტარდება.
თავდასხმის ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ.
უკრაინული მედიის ცნობით, 24 სექტემბრის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს ან დააზიანეს 227 საჰაერო სამიზნე, მათ შორის ოთხი „ცირკონის“ ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა და სამი „ისკანდერ-M/S-400/KN-23“-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტა. თავდასხმების ძირითადი მიმართულებები ოდესისა და კიევის რეგიონები იყო.