რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ ვოლჩანსკში კასეტური ბომბები გამოიყენეს, დაშავებულია ხუთი პირი
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ ვოლჩანსკში კასეტური ბომბები გამოიყენეს.
როგორ „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, შედეგად დაშავდა სამედიცინო პერსონალი და ქალაქის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის უფროსი თამაზ ღამბარაშვილი.
აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს ადგილობრივი ხელისუფლება. მათი ცნობით, სულ დაჭრილია ხუთი ადამიანი, მათ შორის სამედიცინო პერსონალის ორი წევრი, ორი მძღოლი და ვოლჩანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, რუსეთის საოკუპაციო ძალები ხარკოვის ოლქის დასახლებებს 10 მაისიდან უტევენ.