რუსმა სამართალდამცველებმა საფრანგეთს საქართველოს მოქალაქე გადასცეს
რუსმა სამართალდამცველებმა საფრანგეთს საქართველოს მოქალაქე გადასცეს

რუსეთმა საფრანგეთის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებს საქართველოს მოქალაქე სევდინ ბროიანი გადასცა.

ეჭვმიტანილზე, რომელიც მოსკოვის მახლობლად, რეუტოვში 2018 წლის აპრილში დააკავეს, დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზებისა და ფულადი სახსრების გათეთრების ბრალდებით ძებნა იყო გამოცხადებული.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის, ირინა ვოლკის განცხადებით, ეჭვმიტანილის გადაცემა მოსკოვში მოხდა.

სევდინ ბროიანი ოპერატიული ღონისძიებების შედეგად 20 პირთან ერთად დააკავეს, რომელთაც ის მეთაურობდა. ჩხრეკის ოპერაციისას ამოღებულია მიტაცებული ქონება და 60 ათასამდე ევრო.