რუსმა მოკრივე დოპინგზე ჩავარდა
რუსმა მოკრივე დოპინგზე ჩავარდა

რუსმა მოკრივემ სერგეი კოვალიოვმა, რომელიც ნახევრადმძიმე წონაში გამოდის, დოპინგ-ტესტი ჩააგდო. როგორც ინტერნეტრესურსი BoxingScene იტყობინება, მოკრივეს სინთეტური ტესტოსტერონი აღმოუჩინეს.

დიდი ალბათობით, კოვალიოვის ორთაბრძოლა 30 იანვარს ბექთიმირ მელიკუზიევის წინააღმდეგ, გაუქმებული იქნება.

პროფესიულ რინგზე კოვალიოვს 34 მოგება (29 – ნოკაუტით), ოთხი წაგება და ერთი ფრე აქვს. თავის ბოლო ბრძოლაში 37 წლის რუსმა ნოკაუტით წააგო მექსიკელ საულ ალვარესთან. ეს შეხვედრა 2019 წლის ნოემბერში გაიმართა.