რუსმა მესაზღვრეებმა სოჭთან მამაკაცი დააკავეს, რომელიც აფხაზეთში მონად ჰყავდათ
რუსმა მესაზღვრეებმა სოჭთან მამაკაცი დააკავეს, რომელიც აფხაზეთში მონად ჰყავდათ

რუსმა მესაზღვრეებმა სოჭის მიმდებარედ მამაკაცი დააკავეს, რომელიც აფხაზეთში მონად ჰყავდათ, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო უშიშროების პრესსამსახურზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს.

კერძოდ, რუსული მედიის ცნობით, მესაზღვრეებმა მამაკაცი სოფელ ნიჟნაია შილოვკაში დააკავეს, რომელმაც აფხაზეთიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, მდინარე ფსოუზე არსებული ერთ-ერთი ფონით გააღწია.

დაკითხვის დროს მამაკაცმა განაცხადა, რომ ერთი წლის განმავლობაში აფხაზეთში მონად ჰყავდათ და სწორედ ამიტომ მოუხდა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა. მისი თქმით, აფხაზეთში ჩამოართვეს საბუთები და ერთ-ერთ ოჯახში კერძო მშენებლობაზე მუშაობდა. გამომძიებლებთან ასევე აღნიშნა, რომ მონობიდან თავის დაღწევაში ადგილობრივები დაეხმარნენ.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.