რუსმა ჟურნალისტმა ნიჟნი ნოვგოროდში არსებულ შსს-ს შენობასთან თავი მოიკლა
რუსმა ჟურნალისტმა ნიჟნი ნოვგოროდში არსებულ შსს-ს შენობასთან თავი მოიკლა

გაზეთ „კოზა პრესის“ მთავარმა რედაქტორმა, ირინა სლავინამ ნიჟნი ნოვგოროდის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ შენობასთან თავი მოიკლა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, სლავინამ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა მოკლე პოსტი, სადაც ნათქვამია, რომ „მის გარდაცვალებაში რუსეთის ფედერაციის დადანაშაულებას ითხოვს“.

ადგილობრივი აქტივისტი, „ტელეგრამ“ არხის „მოპროტესტე ნიჟნი ნოვგოროდის“ ავტორი გრიგორი ტიფანიუკი „ბიბისთან“ ინტერვიუში ვარაუდობს, რომ სლავინას თვითმკვლელობა შესაძლოა, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სისტემატურმა ზეწოლამ განაპირობა. ტიფანიუკი პირადად არ იცნობდა ჟურნალისტს, მაგრამ იხსენებს, რომ როდესაც იგი ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად გამართული პიკეტირებისთვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში მისცეს, სლავინამ დაწერა პოსტი მის შესახებ, სადაც მხარს უჭერდა ტიფანიუკის ქმედებებს. 2 ოქტომბრის საღამოს ტიფანიუკი შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში სანთლებით მივიდა, მასთან ერთად, მისი თქმით, დაახლოებით 20-30 ადამიანია. საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ ირინა სლავინა ერთ-ერთი საქმის მოწმე იყო, რომლის ფარგლებში მასთან ჩხრეკა ჩატარდა და ჟურნალისტი ეჭვმიტანილი ან ბრალდებული არ ყოფილა. ჩხრეკის დროს ჟურნალისტი ამბობდა, რომ ადვოკატთან დარეკვის საშუალება მისცეს.

„ბიბისი“ წერს, რომ „კოზა პრესი“ არის ყველაზე დამოუკიდებელი გამოცემა ნიჟნი ნოვგოროდში, რომელსაც შეუძლია, დაწეროს ნებისმიერი თემაზე.