რუსი სამხედროები უკრაინაში პოლონეთის საზღვარზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურს თავს დაესხნენ, რამაც ხანძარი გამოიწვია

12:18, 13.09.2026

რუსი სამხედროები უკრაინაში, პოლონეთის საზღვარზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურს თავს დაესხნენ, რამაც ხანძარი გამოიწვია. გავრცელებული ცნობით, იაგოდინის საკონტროლო პუნქტთან ამჟამად სატვირთო მანქანები იწვის. თვითმხილველების თქმით, თავდასხმის შემდეგ ბენზინგასამართ სადგურს და იქვე მდგომ სატვირთო მანქანებს ცეცხლი გაუჩნდა.

უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მდებარე იაგოდინის საერთაშორისო სასაზღვრო-გამშვები პუნქტი მდებარეობს ვოლინის რეგიონში, კოველის რაიონის სოფელ სტაროვოიტოვოს მახლობლად და პოლონეთის საზღვარზე, სოფელ დოროჰუსკის მახლობლად. ეს გამშვები პუნქტი უკრაინასა და პოლონეთს შორის ერთ-ერთი მთავარი საგზაო-გამშვები პუნქტია.

ასევე, გავრცელდა ინფორმაცია რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შესახებ. მატარებლები საზღვარზე გაჩერდა და მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს.

მსგავსი