რუსი მძლეოსნები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე არ დაუშვეს #1TVSPORT
რუსი მძლეოსნები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე არ დაუშვეს #1TVSPORT

მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ (World Athletics) თავისი ეგიდით გასამართ ტურნირებს, მათ შორის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატს ჩამოაშორა რუსი და ბელარუსი მძლეოსნები. ამის შესახებ ფედერაციის პრესსამსახურმა გამოაცხადა.

ტურნირებზე არ დაიშვებიან სპორტსმენები, მათი დამხმარე პერსონალი და ოფიციალური პირები რუსეთიდან და ბელარუსიდან.

უფრო ადრე, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რეკომენდაცია მისცა საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს – არ დაუშვან რუსი სპორტსმენები ტურნირებზე უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო.