რუსი გულშემატკივრების სასამართლო პროცესი დეკემბერში გაიმართება
რუსი გულშემატკივრების სასამართლო პროცესი დეკემბერში გაიმართება

მიმდინარე წლის დეკემბერში საფრანგეთის ქალაქ მარსელში გაიმართება სასამართლო პროცესი რუსი გულშემატკივრების, მიხაილ ივკინისა და პაველ კოსოვის საქმეზე, რომლებსაც ბრალი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის დროს ინგლისელ ენდრიუ ბეიჩზე თავდასხმა ედებათ.

ივკინი და კოსოვი 2018 წელს მიუნხენში ფრანგი სამართალდამცავების მოთხოვნით დააკავეს, მოგვიანებით კი საფრანგეთში გადაიყვანეს, სადაც დღემდე ციხეში სხედან.

რაც შეეხება დაზარალებულ ენდრიუ ბეიჩს, თავდასხმის შედეგად მას სერიოზული დაზიანებები მიადგა, რამაც, ექსპერტების თქმით, „პერმანენტული და შეუქცევადი ფიზიკური და ფსიქოლოგიური სახის შედეგები დაუტოვა“.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი საფრანგეთში გაიმართა და გამარჯვებული პორტუგალია გახდა. კრიშტიანო რონალდომ და მისმა თანაგუნდელებმა ფინალში მასპინძელთა ნაკრები დაამარცხეს.