რუსი არბიტრი გარიგებულ თამაშს იხსენებს - მაშინ თბილისელები და კიეველები შეთანხმდნენ
რუსი არბიტრი გარიგებულ თამაშს იხსენებს - მაშინ თბილისელები და კიეველები შეთანხმდნენ

სერგეი ჰუსაინოვმა რუსულ გამოცემა „ჩემპიონატთან“ სკანდალურ ინტერვიუში საბჭოთა პერიოდის გარიგებულ თამაშებზე ილაპარაკა.

მან ჩაწყობილი მატჩები გაიხსენა და ერთ-ერთად 1989 წლის 11 მარტს, თბილისისა და კიევის „დინამოს“ შორის გამართული შეხვედრა (2:2) დაასახელა. კითხვაზე, წინასწარ თუ იცოდა, რომ თამაში გარიგებული იყო, ჰუსაინოვმა უპასუხა:

„ამაზე წინასწარ არავინ გვაფრთხილებდა, მაგრამ გამოცდილი თვალისთვის ამის შემჩნევა რთული არ იყო – ფეხბურთელები არ დარბოდნენ, შეგნებულად თმობდნენ ყველაფერს. ვმსაჯობ ჩემპიონატის გახნის მატჩს თბილისის „დინამოსა“ და კიევის „დინამოს“ შორის და ვამჩნევ, რომ გარიგება აშკარაა – ფრეზე შეთანხმდნენ. ეს თამაში იმის გამოც დამამახსოვრდა, რომ მოსკოვში მერე დამიბარეს და მითხრეს, „ჩვენ გენდობოდით, შენ კი …“ ინსპექტორის მოხსენება ტელეფონით მიიღეს და ორიანი დამიწერეს“ – იხსენებს სერგეი ჰუსაინოვი.

ამავე ინგერვიუში რუსი არბიტრმა გაიხსენა, რომ მსაჯობა 1999 წელს დაასრულა, მაგრამ არა საკუთარი ნებით – ისრაელში თამაში ჩააგდო, რაც არ აპატიეს.