რუსეთში, უკრაინის საზღვართან, ბელგოროდის ოლქში სამხედრო თვითმფრინავი „სუ-25“ ჩამოვარდა
რუსეთში, უკრაინის საზღვართან მდებარე ბელგოროდის ოლქში სამხედრო თვითმფრინავი „სუ-25“ ჩამოვარდა. შესაბამის ინფორმაციას რუსული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სააგენტო „ტასს“-ს ძალოვან სრუქტურებში განუცხადეს, მფრინავმა კატაპულტირება მოასწრო, თუმცა დაიღუპა.
ჩამოვარდნის შედეგად თვითფრინავს ცეცხლი გაუჩნა. ცეცხლი სამეურნეო ნაგებობაზეც გავრცელდა.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები და გამომძიებლები მუშაობენ.