რუსეთში, 24 საათის განმავლობაში „სუხოი სუპერჯეტ 100“-ის სამი ფრენა გაუქმდა
რუსეთში, 24 საათის განმავლობაში „სუხოი სუპერჯეტ 100“-ის სამი ფრენა გაუქმდა

რუსეთში „სუხოი სუპერჯეტ 100“-ის რამდენიმე ფრენა გაუქმდა. ტელეკომპანია „დოჟდის“ ცნობით, ბოლო 24 საათში ამ ავიალაინერით დაგეგმილი სამი მარშრუტი გაუქმდა. ერთ-ერთი უკანასკნელი შემთხვევა როსტოვში მოხდა, სადაც მოსკოვის მიმართულებით დაგეგმილი ფრენა, სამგზავრო ხომალდის ტექნიკური გაუმართაობის გამო გააუქმეს. მანამდე 8 მაისს დილით გაუქმდა „აეროფლოტის“ მარშრუტი, რომელიც შერემეტიევოდან მინსკის მიმართულებით უნდა შესრულებულიყო. ამ შემთხვევაში მიზეზი ტექნიკური ხარვეზი იყო. 7 მაისს საღამოს კი „სუხოი სუპერჯეტ 100“-ით ფრენა ვერ შესრულდა პრაღის მიმართულებით. მიზეზად თვითმფრინავში დამწვრის სუნი დასახელდა, რის გამოც ჩეხეთში სხვა თვითმფრინავი გაფრინდა.

შეგახსენებთ, რომ 5 მაისს, შერემეტიევოს აეროპორტში ავარიული დაშვებისას „სუხოის სუპერჯეტ 100-ს“ ცეცხლი გაუჩნდა. შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს მომხდარის ზუსტი მიზეზი ამ დრომე არ დაუსახელებია.