რუსეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა პირველ მაისამდე იკრძალება
რუსეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა პირველ მაისამდე იკრძალება

რუსეთი 18 მარტიდან პირველ მაისამდე ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლას კრძალავს.

აღნიშნული შეზღუდვა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად.

რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, გამონაკლისი შეეხებათ მხოლოდ დიპლომატებს, სატვირთო ავტომობილის მძღოლებსა და იმ ადამიანებს, ვინც რუსეთში მუდმივად ცხოვრობს.