რუსეთში, ტროტილის საამქროში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა

10:41, 02.06.2019

რუსეთის ქალაქ ძერჟინსკში მდებარე ქარხანაში მომხდარი აფეთქებების შედეგად 85 ადამიანი დაშავდა. 16 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაჭრილებს შორის ქარხნის 39  თანამშრომელი და 46 ობიექტის სიახლოვეს მცხოვრები მოქალაქეა.

შეგახსენებთ, რომ აფეთქებები ნიჟეგოროდის ოლქში მდებარე ქალაქ ძერჟინსკში გუშინ მოხდა. გამოძიების ცნობით ინციდენტი ტროტილის საამქროში, ტექნოლოგიური პროცესის მიმდინარებისას მოხდა, რასაც მოჰყვა ხანძარი.

მომხდართან დაკავშირებით ძერჟინსკში საგანგებო სიტუაციების რეჟიმი გამოაცხადეს. ამჟამად საავარიო-სამაშველო ოპერაცია დასრულებულია. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი