რუსეთში, ტომსკის ოლქში, ხანძრის შედეგად უზბეკეთის 10 მოქალაქე დაიღუპა
რუსეთში, ტომსკის ოლქში, ხანძრის შედეგად უზბეკეთის 10 მოქალაქე დაიღუპა

რუსეთში, ტომსკის ოლქში, ხანძრის შედეგად უზბეკეთის 10 მოქალაქე დაიღუპა.

ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს. ხანძრის შედეგად ასევე დაიღუპა რუსეთის ერთი მოქალაქე.

ინციდენტი ჩინური კომპანიის მიერ დაქირავებულ შენობაში გაჩნდა, სადაც ადამიანები ცხოვრობდნენ. რუსული მედიის ცნობით, ხის შენობაში, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, 14 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან 11 დაიღუპა. ორი დაშავდა, ერთი კი დაკარგულად ითვლება.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. უზბეკეთის მოქალაქეების სამშობლოში გადასვენების შესახებ კონსულტაციები უახლოეს ხანში დაიწყება.