რუსეთში სათამაშო პლატფორმა „რობლოქსის“ აკრძალვის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

16:34, 14.12.2025

რუსეთში სათამაშო პლატფორმის, „რობლოქსის“ აკრძალვის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

ციმბირის ქალაქ ტომსკში აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა.

მოქალაქეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით: „ხელები შორს „რობლოქსისგან“. ამასთან, ერთ-ერთ ბანერზე ეწერა „აკრძალვები და დაბლოკვები – სულ ესაა, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ“.

მოსკოვში შეზღუდულია წვდომა გარკვეულ სოციალურ მედიაპლატფორმებზე, როგორებიცაა Snapchat-ი, Facebook-ი, Instagram-ი, WhatsApp-ი და YouTube-ი.

3 დეკემბერს რუსეთში სათამაშო პლატფორმა „რობლოქსიც“ დაბლოკეს.

მსგავსი