რუსეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა
რუსეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა

რუსეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრაციები მოსკოვსა და კიდევ რამდენიმე დიდ ქალაქში ჩაატარეს.

მანიფესტაციის ორგანიზატორები რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრები არიან.

რუსეთის დედაქალაქის ქუჩებში 7 ათასი ადამიანი გავიდა. აქციის მონაწილეებს გენადი ზიუგანოვმა მიმართა და განაცხადა, რომ კომუნისტები საპენსიო რეფორმას ჩაშლიან.

დემონსტრაციები ასევე გაიმართა სანქტ-პეტერბურგში, ვლადივასტოკში, ნოვოსიბირსკში და ბარნაულში.

რუსეთის სახელმწიფო დუმამ 19 ივლისს პირველი მოსმენით დაამტკიცა საპენსიო რეფორმის პროექტი, რომლის მიხედვითაც 2028 წელს რუსეთში მამაკაცები პენსიაზე გასვლას 65 წლის ასაკში შეძლებენ, ხოლო 2034 წლიდან ქალების საპენსიო ასაკი 63 წელი იქნება. ამ კანონპროექტს საზოგადოებაში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. რუსეთის 12 რეგიონში რეფორმის მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს.