რუსეთში სამედიცინო მიზნებისთვის ოპიუმის ყაყაჩოს კულტივირებას დაუშვებენ
რუსეთში სამედიცინო მიზნებისთვის ოპიუმის ყაყაჩოს კულტივირებას დაუშვებენ

რუსეთის მთავრობა სამედიცინო მიზნებისთვის ოპიუმის ყაყაჩოს კულტივირებას დაუშვებს. მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი უკვე მთავრობაშია შესული.

„იტარ-ტასის“ ცნობით, იგეგმება იმპორტის ჩანაცვლება ადგილობრივი სუბსტანციებით. ამ მიზნით ქვეყნის სამხრეთში 200 ჰექტარი მიწის გამოყოფა უნდა მოხდეს.

ოპიუმის ყაყაჩოს ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების წარმოებისთვის იყენებენ. დღემდე რუსეთში შესაბამისი მასალების იმპორტი იმ ქვეყნებიდან ხორციელდება, სადაც ოპიუმის ყაყაჩოს კულტივირება სახელმწიფოს კონტროლით არის დაშვებული.