რუსეთში, ქალაქ ძერჟინსკის სამხედრო საწყობში აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები
რუსეთში, ქალაქ ძერჟინსკის სამხედრო საწყობში აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები

რუსეთში, ერთ-ერთ სამხედრო საწყობში ხანძარი გაჩნდა, რასაც რამდენიმე აფეთქება მოჰყვა. დაშავდა სულ მცირე ორი ადამიანი.

რუსული მედიის ცნობით, ინციდენტი ნიჟნი ნოვგორიდის სიახლოვეს მდებარე ქალაქ ძერჟინსკში მოხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების სამსახური. მათი ცნობით, ცეცხლი 900 კვადრატული მეტრის ფართობს ჰქონდა მოდებული.

ხანძრის გაჩენის მიზეზად ტექნოლოგიური პროცესის დარღვევა სახელდება.

როგორც იუწყებიან, ძერჟინსკში მდებარე საწყობი ეკუთვნის სახელმწიფო საწარმოს, რომელიც საბრძოლო მასალებზე ამზადებს.

დატოვე კომენტარი