რუსეთში მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ყალბი სასაზღვრო პუნქტი ჰქონდა აშენებული
რუსეთში მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ყალბი სასაზღვრო პუნქტი ჰქონდა აშენებული

რუსეთში მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ყალბი სასაზღვრო პუნქტი ჰქონდა აშენებული. მამაკაცმა რამდენიმე მიგრანტი დაარწმუნა, რომ ფულის სანაცვლოდ ფინეთში გადაიყვანდა.

მან ხალხი ყალბ სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მიიყვანა და დატოვა. მიგრანტებს ეგონათ, რომ ევროკავშირში მოხვდნენ, სინამდვილეში კი აღმოაჩინეს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე, ვიბორგის რეგიონში იმყოფებოდნენ.

ყალბი საზღვრის მეპატრონემ თითო მიგრანტისგან 10 000 ევრო აიღო.  მიგრანტები  სასაზღვრო სამსახურმა დააკავა.

ყალბი სასაზღვრო პუნქტის მეპატრონე დაკავებულია. მას სავარაუდოდ თაღლითობის ბრალდებით გაასამართლებენ.