რუსეთში, კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
რუსეთში, კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. თავდასხმის სამიზნე აფიფსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გახდა, რომელიც ქალაქ კრასნოდარიდან სამხრეთით, დაახლოებით 25 კილომეტრში მდებარეობს.
რეგიონული ხელისუფლების ცნობით, ობიექტს დრონი მოხვდა, რის შემდეგაც ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. კრასნოდარის მხარის გუბერნატორის, ვენიამინ კონდრატიევის განცხადებით, ჩამოვარდნილი დრონის ნამსხვრევები მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე რკინიგზის სადგურს დაეცა.
შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანდა ათი საცხოვრებელი სახლი.