რუსეთში „კოვიდ-19“-ის 9 169 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში „კოვიდ-19“-ის 9 169 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 9 169 შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 383 ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, რუსეთში „კოვიდ-19“-ის 4 554 264 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 99 233 ადამიანი.