რუსეთში „კოვიდ-19“-ის 37 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 254 ინფიცირებული

18:23, 20.11.2021

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 37 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 1 254 ადამიანი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით მკურნალობას 1 038 919 კოვიდინფიცირებული გადის.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე რუსეთში „კოვიდ-19“-ის ცხრა მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 262 843 ადამიანი.

მსგავსი