რუსეთში „კოვიდ-19“-ის 23 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში „კოვიდ-19“-ის 23 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 23 508 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 785 ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე რუსეთში „კოვიდ-19“-ის 6 312 185 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 160 137 ადამიანი.

დატოვე კომენტარი