რუსეთში „კოვიდ-19“-ის 21 608 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში „კოვიდ-19“-ის 21 608 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 21 608 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსით ინფიცირებული 439 პაციენტი გარდაიცვალა, რაც გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელია. ინფორმაციას რუსული მედია ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსის 1 858 568 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 32 032 პაციენტი გარდაიცვალა. „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 1 388 168 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.