რუსეთში „კოვიდ-19“-ის 17 741 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში „კოვიდ-19“-ის 17 741 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 17 741 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 29 ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მონაცემია.

ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში ვირუსისგან 27 922 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 594 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში „კოვიდ-19“-ის 3 774 672 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 71 076 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამასთან, ქვეყანაში ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 3 202 483 -ს შეადგენს.

რუსეთი კორონავირუსის გავრცელების კუთხით, მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.