რუსეთში „კოვიდ-19“-ის 13 433 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში „კოვიდ-19“-ის 13 433 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 13 433 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში ვირუსისგან 18 637 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 470 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში „კოვიდ-19“-ის 4 139 031 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 82 396 ინფიცირებული გარდაიცვალა.

ამასთან, ქვეყანაში ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 3 679 949-ს შეადგენს.

რუსეთი კორონავირუსის გავრცელების კუთხით, მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.