რუსეთში „კოვიდ-19“-ის 11 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში „კოვიდ-19“-ის 11 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 11 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში ვირუსისგან 811 797 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 379 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში „კოვიდ-19“-ის 4 246 079 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 86 122 ინფიცირებული გარდაიცვალა.

ამასთან, ქვეყანაში ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 3 811 797-ს შეადგენს.

რუსეთი კორონავირუსის გავრცელების კუთხით, მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.