რუსეთში კორონავირუსული ინფექციის 24 763 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

13:22, 14.01.2021

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 24 763 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში „კოვიდ 19“ 3 495 816 ადამიანს დაუდასტურდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსულ ინფექციას 570 ადამიანი ემსხვერპლა.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ რუსეთში კორონავირუსული ინფექციით 63 940 ადამიანი დაიღუპა. რუსეთში კორონავირუსული ინფექციისგან დღემდე 2 882 044 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი