რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 700 ათასს გადააჭარბა
რუსეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 700 ათასს გადააჭარბა. ქვეყანაში გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსის 6 562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 173 ადამიანი გარდაიცვალა.
საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, რუსეთში „კოვიდ-19“-ის 700 792 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცავალა 10 667 ადამიანი.