რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა

გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 23 770 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში, ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში 22 218 პირი კი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 784-ით გაიზარდა.

ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 6 006 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 5 382 000-ს აჭარბებს.

რუსეთში ვირუსით სულ 149 922 პაციენტი გარდაიცვალა.