რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა

14:16, 10.05.2020

რუსეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 11 012 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რუსეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ რუსეთში „კოვიდ-19“ უკვე 209 688 ადამიანს დაუდასტურდა.

რუსული მედია წერს, რომ „კოვიდ-19“-სგან დღემდე ქვეყნის მასშტაბით 34 306 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო 24 საათში რუსეთში ახალი ტიპის კორონავირუსს 88 ადამიანი ემსხვერპლა, რის შემდეგაც კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 1915-მდე გაიზარდა.

რუსეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ერთი დღე-ღამის ზრდა 5.5 პროცენტი იყო, რაც ეპიდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. რუსული მედია წერს, რომ ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი მხოლოდ დედაქალაქ მოსკოვში გამოვლინდა.

მსგავსი