რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ხელისუფლების ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 1 064 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში რუსეთში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 37 141 პირს, 25 453 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

22 ოქტომბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 8 168 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 7 117 000-ს აჭარბებს.

რუსეთში პანდემიის პერიოდში ვირუსით სულ 228 453 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია 49 მილიონი ადამიანი.

რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო მოსკოვში 28 ოქტომბრიდან კარანტინი გამოცხადდება.

დატოვე კომენტარი