რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 481 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 481 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 481 შემთხვევა გამოვლინდა, 177 პაციენტი კი გარდაიცვალა.

შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ოფიციალური სტატისტიკით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის მილიონ 176 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 958 257 გამოჯანმრთელდა, 20 722 პაციენტი კი, გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი