რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 15 ათასს გადააჭარბა
რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 15 ათასს გადააჭარბა

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 70 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ინფიცირების 5 118 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ოფიციალური სტატისტიკით, 10 აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 892 654 შემთხვევაა რეგისტრირებული. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი ქვეყანაში 15 001-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 696 681 ინფიცირებული.