რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა
რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა

რუსეთში, ოფიციალური სტატისტიკით, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“ 16 550 ადამიანს დაუდასტურდა, 320 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ეს პანდემიის დაწყებიდან რუსეთში გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობაა. შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, „როსპოტრებნადზორის“ გადაწყვეტილებით, რუსეთში 28 ოქტომბრიდან მასობრივი შეკრების ადგილებში, ტრანსპორტსა და ლიფტებში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება.

იკრძალება საღამის 11:00 საათის შემდეგ კაფეებისა და რესტორნების მუშაობა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 27 ოქტომბრის მონაცემებით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 1,5 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მილიონ 158 ათასს აჭარბებს, 26 589 ადამიანი კი გარდაიცვალა.