რუსეთში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა
რუსეთში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა

რუსეთში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა. ოფიციალური სტატისტიკით, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“ 17 340 ადამიანს დაუდასტურდა, 283 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 23 ოქტომბრის მონაცემებით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის ერთი მილიონ 480 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ერთ მილიონ 120 ათასს აღწევს, 22 525 ადამიანი კი გარდაიცვალა.