რუსეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა
რუსეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა

რუსეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, დაინფიცირებული იტალიის მოქალაქეა, რომელიც რუსეთში 29 თებერვალს ჩავიდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

ამ დროისათვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში ახალი კორონავირუსის ოთხი შემთხვევაა დაფიქსირებული.