რუსეთში კორონავირუსის 9 445 შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში კორონავირუსის 9 445 შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 445 შემთხვევა გამოვლინდა, 336 პაციენტი გარდაიცვალა. პირველად 3 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში კორoნავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 10 ათასზე ნაკლებია.

ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

9 მარტის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 4 342 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 932 000-ს აჭარბებს.

ამასთან, რუსეთში ვირუსით სულ 89 809 პაციენტი გარდაიცვალა.