რუსეთში კორონავირუსის 7 920 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში კორონავირუსის 7 920 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში, რუსეთში კორონავირუსის 7 920 შემთხვევა გამოვლინდა, 9 561 პირი გამოჯანმრთელდა, 390 პაციენტი კი, გარდაიცვალა.

ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

19 მაისის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 4 965 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 581 000-ს აჭარბებს.

რუსეთში ვირუსით სულ 116 965 პაციენტი გარდაიცვალა.