ბოლო 24 საათში, რუსეთში კორონავირუსის 7 884 ახალი შემთხვევა აღრიცხეს. ამრიგად, რუსეთის ფედერაციაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 017 795-ს მიაღწია. ინფორმაციას კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ს რუსეთში 393 ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 119 194-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში რუსეთში ვირუსისგან განიკურნა 8 743 კოვიდპაციენტი.