რუსეთში კორონავირუსის 6 800 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 176 ადამიანი
რუსეთში კორონავირუსის 7 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც აპრილის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ბოლო ერთ დღეში რუსეთში „კოვიდ-19“ 6 800 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო ერთ დღეში რუსეთში „კოვიდ-19“-ს 176 ადამიანი ემსხვერპლა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, კორონავირუსით რუსეთში უკვე 8 781 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, ბოლო ერთ დღეში რუსეთში კორონავირუსი 8 988-მა ადამიანმა დაამარცხა. გამოჯანმრთელებულების საერთო რიცხვმა 384 152-ს მიაღწია.