რუსეთში კორონავირუსის 6 215 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 160 პაციენტი
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 215 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 115 810 შეადგინა.
ბოლო დღე-ღამეში, „კოვიდ-19“-ს 160 პაციენტი ემსხვერპლა. 31 ივლისის შემდეგ, ეს სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
სულ რუსეთში კორონავიურსის შედეგად 19 649 ადამიანი გარდაიცვალა.