რუსეთში კორონავირუსის 36 582 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 123 პაციენტი
რუსეთში კორონავირუსის 36 582 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 123 პაციენტი

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 36 582 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 29 151 ადამიანი.

ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 1 123 პაციენტი გარდაიცვალა.

ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

27 ოქტომბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსის 8 352 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 7 242 000-ს აჭარბებს.

რუსეთში ვირუსით სულ 233 898 პაციენტი გარდაიცვალა.