რუსეთში კორონავირუსის 34 073 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 028 პაციენტი გარდაიცვალა
რუსეთში კორონავირუსის 34 073 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 028 პაციენტი გარდაიცვალა

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 34 073 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 25 231 ადამიანი.

გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 1 028 პაციენტი გარდაიცვალა, რაც პანდემიის გამოცხადების დღიდან სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

20 ოქტომბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსის 8 094 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 7 065 000-ს აჭარბებს.

რუსეთში ვირუსით სულ 226 353 პაციენტი გარდაიცვალა.