რუსეთში კორონავირუსის 25 487 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 524 პაციენტი
რუსეთში კორონავირუსის 25 487 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 524 პაციენტი

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 25 487 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსით 524 ადამიანი დაიღუპა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებული ლეტალური შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან დღემდე, რუსეთში ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 2 144 229 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 37 173 პაციენტი.