რუსეთში კორონავირუსის 23 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 481 პაციენტი გარდაიცვალა
რუსეთში კორონავირუსის 23 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 481 პაციენტი გარდაიცვალა

რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 23 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 481 პაციენტი კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში ვირუსისგან 23 440 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ახალი შემთხვევების უმეტესობა ქალაქ მოსკოვში დაფიქსირდა. ქვეყნის დედაქალაქში ორშაბათიდან საჯარო სკოლების გახსნა იგეგმება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში „კოვიდ-19“-ის 3 568 209 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 65 566 ინფიცირებული. ვირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა 2 960 431-ს შეადგენს. რუსეთი, კორონავირუსის გავრცელების კუთხით, მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.

დატოვე კომენტარი