რუსეთში კორონავირუსის 22 041 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 822 პაციენტი
რუსეთში კორონავირუსის 22 041 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 822 პაციენტი

გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთში კორონავირუსის 22 041 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 16 325 პირი, ხოლო გარდაიცვალა 822 პაციენტი.

ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

25 სექტემბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსის 7 398 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6 590 000-ს აჭარბებს.

რუსეთში ვირუსით სულ 203 095 პაციენტი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი