რუსეთში კორონავირუსის 21 624 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 816 პაციენტი გარდაიცვალა

12:54, 15.08.2021

რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 21 624 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 16 426 პირი. უკვე მეოთხე დღეა, ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა დღიური მაჩვენებელი 800-ს აღემატება. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით 816 პაციენტი გარდაიცვალა.

ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

15 აგვისტოს მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსის 6 600 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 5 884 000-ს აჭარბებს. რუსეთში ვირუსით სულ 170 499 პაციენტი გარდაიცვალა.

მსგავსი